29/07/2023
00:03
პოლიტიკა
ეს გოიმი პოლიტიკოსები კარგად არიან წამოპლაკულები ყველგან, კაფეებშიც, ბასეინებზეც და თქვენ არაგოიმი ახალგაზრდები თვიდან თვემდე ერთ კაფეში რომ წახვალთ ოთხი დღის ფოტოს იღებთ, მერე „სთორი“ რომ დადოთ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დმანისში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მეგობარ გოგონასთან ან ბიჭთან ერთად ყავა და ნამცხვარი რომ მიირთვათ, 100 - 150 ლარი დაგხვდებათ გადასახადი. როგორი გადასახდელია? ერთ პაემანზე, ან თუნდაც მეგობრულ საჭორაოდ რომ წახვიდე, 150 ლარი არ გეყოფა და ამ დროს ეს გოიმი პოლიტიკოსები კარგად არიან წამოპლაკულები ყველგან, კაფეებშიც, ბასეინებზეც და თქვენ არაგოიმი ახალგაზრდები თვიდან თვემდე ერთ კაფეში რომ წახვალთ ოთხი დღის ფოტოს იღებთ, მერე „სთორი“ რომ დადოთ. ესეც ხომ რეალობაა, ეგრე ხომ ვცხოვრობთ?!“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0