
ერთ-ერთი ქართული ბანკის ცნობით, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია უმსხვილესი სომხური ფინანსური ინსტიტუტის, ამერიაბანკის აქციების 100%-ის შესყიდვაზე.
ტრანზაქციის ღირებულება 303,6 მილიონი დოლარია. მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს ბანკი სომხური ბანკის სახელის შეცვლას გეგმავს.
„დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის 100%-იანი აქციების შესყიდვის შესახებ. “ამერიაბანკი” არის მზარდი და მომგებიანი ბანკი, რომელიც ადგილობრივი ყურადღების ცენტრშია, ძლიერი კლიენტების ბაზით. ჩვენ ვხედავთ „ამერიაბანკს“, როგორც მიმზიდველ პლატფორმას, რათა გავაფართოვოთ და განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი ზოგიერთი წარმატებების გამოყენებით, რომლებიც ჯგუფმა (საქართველოს ბანკმა) უკვე მიაღწია ქართულ ბაზარზე“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, Bank of Georgia Group PLC-ის ხელმძღვანელმა.
სომხური მედიის ცნობით, ამერიაბანკის აქციონერები 2024 წლის 1 იანვრისთვის არიან იმასტ ჯგუფი (ყოფილი ამერია ჯგუფი, აქციების 48,82%, დააფუძნა რუბენ ვარდანიანი); EBRD – 17,71%; აზიის განვითარების ბანკი – 13,92%; ESPS Holding Limited – 12,05%; Afeyan Foundation for Armenia Inc. – 7,5%.
0
0