03/12/2024
01:04
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ჰანტერ ბაიდენის შეწყალების შესახებ ნაწილობრივ პოლიტიკური ოპონენტების მიერ შემდგომი დევნისგან მისი დაცვის მცდელობა იყო, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენს სჯერა, რომ ჰანტერ ბაიდენი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის რისკის ქვეშ იყო.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა შეიწყალა ჰანტერი იყო ის, რომ ჩანდა, მისი პოლიტიკური ოპონენტები არ აპირებდნენ დათმობას“,- განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა შეიწყალა ოჯახის წევრი, მაგალითად, ბილ კლინტონმა შეიწყალა მისი ნახევარძმა როჯერი, ხოლო დონალდ ტრამპმა შეიწყალა მისი ქალიშვილის სიმამრი, ჩარლზ კუშნერი.
„ორი რამ შეიძლება იყოს მართალი: პრეზიდენტს ნამდვილად სჯერა მართლმსაჯულების სისტემის და იუსტიციის დეპარტამენტის და ასევე თვლის, რომ მისი შვილის მიმართ პოლიტიკური თავდასხმა განხორციელდა“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის სპიკერმა უარი თქვა მეტი დეტალების მოწოდებაზე იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ შეიცვალა ბაიდენმა აზრი, ან ითამაშა თუ არა როლი მის გადაწყვეტილებაში არჩევნების შედეგებმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, როგორც მამამ და პრეზიდენტმა.
0
0