04/02/2022
13:39
პოლიტიკა
„პატიმარი სააკაშვილი - ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ამოცანა გვეკითხება - არსებულ პოლიტიკურ სიბრტყეში რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ გაამარჯვებინა დესტრუქციულ „ნაციონალურ მოძრაობას" აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში? პასუხია - მოღალატე გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის". წერტილი! (დავესესხე გაქცეულ ექს-პრემიერს). გახარიას ფლანგის მხრიდან უაზრო თავის მართლება და უსაგნო მჭერმეტყველება არის "აბსურდის თეატრიდან". ერთ დროს სააკაშვილის პარტიის ვითომ დამამთავრებელი გახარია იქცა „ნაციონალური მოძრაობის" „ბექ ვოკალად„. სირცხვილია! წერტილი!", - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
0
0