
"თუ ამერიკაში არალეგალურად შესვლას აპირებთ - არც იფიქროთ ამაზე. გარკვევით ვაცხადებ, თუ შემოხვალთ ჩვენს ქვეყანაში და დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ჩვენ აუცილებლად გიპოვნით. შეერთებულ შტატებში კრიმინალების ადგილი არ არის" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, სადაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი მსოფლიოს აფრთხილებს.
"მე ვარ კრისტი ნოემი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ ჩვენი საზღვრის დაცვისთვის და ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის. ნება მომეცით, პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მივაწოდო მსოფლიოს. თუ ამერიკაში არალეგალურად შესვლას აპირებთ - არც იფიქროთ ამაზე. გარკვევით ვაცხადებ, თუ შემოხვალთ ჩვენს ქვეყანაში და დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ჩვენ აუცილებლად გიპოვნით. შეერთებულ შტატებში კრიმინალების ადგილი არ არის. სუსტმა ხელმძღვანელობამ ჩვენი საზღვრები ზედმეტად დიდხანს ღიად დატოვა, გადაავსო ჩვენი საზოგადოება ნარკოტიკებით, ადამიანებით მოვაჭრეებითა და მოძალადე კრიმინალებით, ეს დღეები წარსულში დარჩა. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვეენ ვიცავთ ამერიკულ ოჯახებს და აღვადგენთ მათ უსაფრთხოებას. უკანონოდ შესვლას თუ შეეხდებით - დაგიჭერენ, გაგიყვანენ და აღარასდროს დაბრუნდებით. დაიცავით კანონი და იპოვით შესაძლებლობას, თუ დაარღვევთ - აგებთ პასუხს. ძლიერი საზღრები ნიშნავს უფრო ძლიერ ამერიკას, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ უსაფრთხოს ხდის." - განაცხადა კრისტი ნოემმა.
0
0
დღეს წითელი პარასკევია
18/04/2025