29/03/2024
17:03
საზოგადოება
საქართველოს ნაკრების 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობამ, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. - ასეთია ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი, რომლის შესახებაც შეკითხვა მას, სააგენტო spacesnews- მა დაუსვა.
ხელოვნური ინტელექტის პროგნოზით, ისეთ სპორტულ ღონისძიებას, როგორიცაა ფეხბურთი, შეუძლია, მთელი მსოფლიოდან, მილიონობით გულშემატკივრის ყურადღება მიიპყროს, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინდუსტრიის ზრდას, საფეხბურთო ატრიბუტიკის გაყიდვას და გასართობ სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას.
შედეგად, ჩემპიონატის პერიოდში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტულმა ზრდამ, შესაძლოა, 2-3%-ს მიაღწიოს.
ხელოვნურ ინტელექტს მიაჩნია, რომ ეროვნული ნაკრების წარმატებულ თამაშებს შეუძლია, გააუმჯობესოს ქვეყნის იმიჯი მსოფლიო ასპარეზზე და მოიზიდოს ახალი ინვესტიციები, რაც დამოკიდებული იქნება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მუშაობაზე, გულშემატკივრებისა და საზოგადოების მხარდაჭერაზე და ასევე, შესაბამისი მარკეტინგული და საინვესტიციო აქტივობების განხორციელებაზე.
0
0