
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე („ოსკარი“) ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურია“ წარადგენს. ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა: „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. პროდიუსერი შპს „ვაგონეტი“; „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO; „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი შპს „ნიკოლოზფილმსი“; „მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი შპს „ზაზაფილმსი“; „გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშილი, პროდიუსერი „კინო იბერიკა“.
ფილმი ფარული კენჭისყრით შეარჩია კომისიამ, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით გაიმართა. ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერია ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება.
ფილმი „გურია“ შვიდი ქვეყნის: საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთის და საუდის არაბეთის ერთობლივი პროდუქციაა.
0
0