20/01/2025
22:43
მსოფლიო
მინდა, რომ ჩვენი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები დაამახსოვრდეთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ჩვენმა გამარჯვებამ აჩვენა, მთელი ერი სწრაფად ერთიანდება ჩვენი გეგმის გარშემო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია.
„მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა საზოგადოების ყველა ფენისგან, ახალგაზრდებისგან და ხანდაზმულებისგან, კაცებისგან და ქალებისგან, აფროამერიკელებისგან, ლათინოამერიკელებისგან, აზიელი ამერიკელებისგან. ქალაქის, გარეუბნების, სოფლის მოსახლეობისგან, და რაც მთავარია, ჩვენ მოვიპოვეთ ძლიერი გამარჯვება შვიდივე მერყევ შტატში. სახალხო კენჭისყრაში მილიონობით ხმით გავიმარჯვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო შავკანიან და ლათინოამერიკელ თემებს იმ უდიდესი სიყვარულისა და ნდობისთვის, რაც თქვენი ხმებით გამოხატეთ. ჩვენ დავამყარეთ რეკორდები და მე ამას არ დავივიწყებ. მე მოვისმინე თქვენი ხმები კამპანიის დროს და მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას. დღეს მარტინ ლუთერ კინგის დღეა და მის პატივსაცემად ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ მისი ოცნების ასასრულებლად. ჩვენ მის ოცნებას რეალობად ვაქცევთ. ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია. ყველაფერში, რასაც გავაკეთებთ, ჩემს ადმინისტრაციას შთააგონებს სრულყოფილებისკენ სწრაფვა და დაუმარცხებელი წარმატება. ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენს ღმერთს“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0