
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
„ჩემი აქ დასწრება ნიშნავს, რომ ძალიან მაღელვებს ის თემატიკა, რასაც ეძღვნება დღევანდელი კონფერენცია. ეს არის ქალთა პრობლემები და კონკრეტულ საკითხებში მაქვს ჩემი კონკრეტული პოზიცია. ამ კონკრეტულ საკითხში ვარ საქართველოს და მსოფლიოს ყველა ქალბატონთან სოლიდარული, ვინც იბრძვის თავისი უფლებებისთვის“, - აღნიშნავს თურნავა.
ნათია თურნავამ, ასევე, კომენტარი გააკეთა ეროვნულ ბანკზეც და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი და დაცული.
„როდესაც ბორდმა ამირჩია, დარწმუნებული ვარ და ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია, არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, - აცხადებს ნათია თურნავა.
0
0