15/04/2022
17:02
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეტთაღლითობის შემთხვევებთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების გაზიარებისას.
„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს სხვადასხვა მობილური აპლიკაციის (მაგალითად WhatsApp) საშუალებით უცნობი პირები უკავშირდებოდნენ მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთის ფოსტით გაგზავნის ან აღნიშნული ნივთის საფასურის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის/გადახდის შეთავაზების მიზნით. აღნიშნული პირები მომხმარებლებს უგზავნიდნენ ვებგვერდების ბმულებსაც და მათზე ბარათის და/ან სხვა პირადი მონაცემების შევსებას სთხოვდნენ. მომხმარებლის მიერ საკუთარი პირადი და/ან საბარათე მონაცემების აღნიშნულ ბმულებზე შეყვანის შემდეგ, უცნობ პირებს მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომის საშუალება ეძლეოდათ, რის შედეგადაც მომხარებლები ფინანსურად ზარალდებოდნენ. აღნიშნული სქემა ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს, ე.წ. ფიშინგს წარმოადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების, გაზიარებისას, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ვებგვერდებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 2 406 406.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად აწვდის მომხმარებლებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის გავრცელებულ სქემებთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024