25/10/2023
19:39
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.15 მლრდ ლარით, ანუ 2.39%-ით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 49.17 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 603.20 მლნ ლარით, ანუ 2.28%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 543.78 მლნ ლარით, ანუ 2.52%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.01 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 4.37%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულია 13.84 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.54%-ით მეტია.
მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.24%-ით, ანუ 317.76 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 25.84 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.01 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით.
0
0