11/10/2023
12:39
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკიდან კიდევ ერთი თანამშრომელი წავიდა.
როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, თანამდებობა სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ დატოვა.
ინფორმაცია bm.ge-ის თავად ეკა ბერიანიძემ დაუდასტურა, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.
ეკა ბერიანიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ის ჩართული იყო საფინანსო სექტორში კონკურენციის მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესებში.
Bm.ge-ის ინფორმაციითვე, საქართველოს ეროვნული ბანკიდან კიდევ ერთი თანამშრომლის წასვლა სებ-ში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, რომელიც ნათია თურნავას მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემას მოჰყვა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსი წავიდა.
0
0