ეროვნული ბანკი „საქართველოს მეფეების“ სერიის ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს
25/03/2022
11:45
ეკონომიკა
A-
+A
ეროვნული ბანკი აგრძელებს „საქართველოს მეფეების“ სერიის საკოლექციო მონეტების გამოშვებაზე მუშაობას და ამ ეტაპზე, აცხადებს კონკურსს მეფე ბაგრატ მესამესა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე ხუთი ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს საკოლექციო მონეტების ესკიზების შესარჩევად.
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერია „საქართველოს მეფეებისთვის“, შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას უწყობს ხელს.
საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსის პირობები მეფე ბაგრატ მესამესა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
0
0
384
სიახლეები
ყველა
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%