
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს ხალხი, რომელსაც საერთო არ აქვს საქართველოსთან.
როგორც ქადაგებაზე მეუფე სტეფანემ განაცხადა, ხალხი ოპოზიციურ პარტიებს არ მიჰყვება.
„ახლა მეორე წრეზე უნდათ, რომ წაგვიყვანონ და რაღაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას აცხადებს შარვალჩახდილი ხალხი, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოსთან. ამაზე თუ საქართველო ცდუნდა, ჩათვალეთ, უგუნურები ვყოფილვართ. მე ხომ ვხედავ, ეგენი სასოწარკვეთაში არიან, ხალხი არ მიყვება, არც არაფერს ამბობს [ხალხი], მაგრამ არ მიყვება“, - ამბობს მეუფე.
ცნობისთვის, სამი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს. მათ 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.
0
0
მარკ რუტე მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა
02/04/2026