
ეროვნულ გალერეასთან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ არსებულ სამართლებრივ დავას აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმე უსამართლოდ აღიძრა.
ცნობისთვის, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
მომხდარ ფაქტზე ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს ეროვნული გალერეის დირექტორი მაცაცო გაბუნია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მომავალში უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში.
მისივე თქმით, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა.
იმავდროულად პროტესტის მონაწილეები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და შსს-სგან საქმის გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ.
0
0