
ეროვნულ არქივში გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის - „ნაზარის წერილების“ ჩვენება გაიმართა.
ფილმმა ნიუ-იორკის ONIROS FILM AWARDS 2025-ის კინოფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა.
„ნაზარის წერილები“ არის ფილმი 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის, მათ შორის, ქუთათელი მიტროპოლიტის - ნაზარის შესახებ.
პროექტი, რომლის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ტელეკომპანია "იმედმა" განახორციელა.
ფილმის ჩვენებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დიდ ისტორიას ინახავს. ჩვენ ამ ისტორიის მცველები ვართ. მოხარული ვარ, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, უმნიშვნელოვანესი ამბების გახსენება დავიწყეთ. სასიხარულოა, რომ ეს კეთდება მაღალ დონეზე და ისე, რომ საერთაშორისო აღიარებას ვიმსახურებთ.
„ნაზარის წერილების” უკან დიდი შრომა და კვლევა დგას. ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი გოდერძი შარაშიასა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
0
0