
უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ჩხრეკას აწარმოებენ.
მოგვიანებით, ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, რომ ჩხრეკა მის სახლში მიმდინარეობს და ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.
„დღეს ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მართლაც აწარმოებენ პროცესუალურ ქმედებებს ჩემს სახლში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ. მათ სრული წვდომა აქვთ ჩემს ბინაზე, ადგილზე არიან ჩემი ადვოკატები, რომლებიც სამართალდამცველებთან ურთიერთქმედებაში არიან. ჩემი მხრიდან სრული თანამშრომლობაა“, - წერს ერმაკი.
ინფორმაცია ჩხრეკასთან დაკავშირებით თავდაპირველად უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. Financial Times კორესპონდენტის, კრისტოფერ მილერის წყაროს ცნობით, ჩხრეკა „ენერგოატომში“ კორუფციის საქმეს უკავშირდება.
0
0