
“ძვირფასო, დასანქცირებულო დეპუტატები, გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაგწერთ სიაში?” – ამ კითხვით მიმართავს გუბაზ სანიკიძე რუსული გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს.
სანიკიძის შეფასებით, 2024 წლის არჩევნებზე ვერცერთი მათგანი საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება, რადგან ივანიშვილი სანქცირებულ დეპუტატებს არ შეიყვანს სიაში.
“ერის მამობით დაიწყო და რითი ამთავრებს? დასანქცირებით, ეგ არის ჭკუა? ეგ არ არის ჭკუა და გადაყვებით ზედ, შეიწმენდს ფეხებს თქვენზე, დასანახავად ვერ გიტანთ ვერცერთს,” – ამბობს სანიკიძე ივანიშვილზე და მოსალოდნელ სანქციებზე
ის, ქართულ ოცნებას “ჯოჯოხეთს” უანონსებს
,,ძვირფასო, დასანქცირებულო დეპუტატები, გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაგწერთ სიაში? დასანქცირებულებს არ ჩაგწერთ. გამოსავალი ყოველთვის აქვთ – გამოვიდნენ და თქვან, რომ არ უნდა გვექნა ესო. გამოვიდნენ და თქვან, რა მოხდა სინამდვილეში – როგორ აიძულებდნენ. მოწმენდილ ცაზე თვქენ თვითონ აიფეთქეთ თავი, ეს გაგიკეთად ბიძინა ივანიშვილმა. შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა დაუძახა ამათ და ეს უნდა შემოვაბრუნოთო, იყო ყმუილი და ზმუილი, მაგრამ იქ ვერაინ ვერაფერი გაბედა, რადგან ბიძინას საკუთრება არიან,“ – ამბობს გუბაზ სანიკიძე.
სანიკიძის თქმით, უმთავრესია, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე იაქტიუროს და “მწყობრად” მივიდეს.
,,ნუ იბრიქებით, არავის ეშინია თქვენი. რომ დაიწყეთ დარბევები, მოაკლდა? ხომ არ მოემატა. ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა რიცხვი იზრდება თქვენი იდიოტიზმის და ნაძირლობის გამო. წააგებთ არჩვენებს, გააყალბებთ და გამოვა ხალხი ქუჩაში და დამთავრდება თქვენი ამბავი. ვერ გააყალბებთ,” – ამბობს სანიკიძე.
0
0