13/02/2023
23:09
მსოფლიო
ჰამერის მძღოლს, 25 წლის მამაკაცს, რომელიც ერევნის ცენტრში ტროტუარებზე და შემხვედრ გზაზე რბოლებს აწყობდა, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ Sputnik სომხეთს საგამოძიებო კომიტეტის სპიკერმა გორ აბრაჰამიანმა განუცხადა.
სკანდალური შემთხვევა 10 თებერვალს საღამოს ერევნის ცენტრში მოხდა. არარატის 25 წლის მცხოვრები ჰამერის მარკის ავტომობილით შემხვედრ ზოლში გადავიდა, შემდეგ სომხეთის მთავრობის შენობის წინ, ტროტუარზე გადავიდა, პატრულს დაეჯახა და 11 მანქანა დააზიანა, აქედან 3 საპატრულო სამსახურს ეკუთვნის. შემდეგ მან მიატოვა მანქანა და გაიქცა.
რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცავებმა დამნაშავე ამოიცნეს და პოლიციაში წაიყვანეს. პირადი ჩხრეკისას გ.ს.-ს აღმოაჩნდა 1,9გრ მეტამფეტამინი. მამაკაცმა დანაშაული აღიარა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი დაკავების მომენტში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. არის ვერსიაც, რომ ის ფსიქიატრიულ დისპანსერშია რეგისტრირებული.
0
0