
ერევანში დღეს დილიდან ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო. დემონსტრანტები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და ერევნის ქუჩებში დადიან, რეგულარულად კეტავენ ქუჩებს - წერს რადიო აზათუტიუნი.
აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში ერთხელ გამოდიან ქუჩებში, სკანდირებენ 3-4 წუთის განმავლობაში და მოუწოდებენ გამვლელებს და მძღოლებს, შეუერთდნენ მათ. ამავდროულად, პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება უკანონოა.
ერთ-ერთ ქუჩაზე მომიტინგეებმა ასევე გადაკეტეს მოძრაობა ნაგვის ურნებით, მაგრამ მძღოლებმა მანქანებით ეს ნაგვის ურნები განზე გაწიეს და გზა განაგრძეს.
სომხეთის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, დილის 9 საათისთვის ერევნის ქუჩებში პოლიციელის მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის 53 მოქალაქე დააკავეს.
0
0