22/12/2022
17:05
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას სინანული გამოთქვა ერევნის გადაწყვეტილების გამო, მონაწილეობა არ მიღოს მოსკოვში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაში.
მოსკოვში 23 დეკემბერს დაგეგმილია შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების საკითხთან დაკავშირებით.
ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა სამმხრივი შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ლაჩინის დერეფნის გასწვრივ შეუფერხებელი კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სომხურმა მხარემ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრის გადადება სთხოვა.
„ამის მიზეიზია ის, რომ მინისტრ არარატ მირზოიანის პრიორიტეტი ახლა მთიანი ყარაბაღთან კავშირების აღდგენაა“ - განუცხადა "არმენპრესს" სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა.
ცნობისთვის, სომხეთმა მოსკოვის შეხვედრაში მონაწილეობა ორი კვირის წინ დაადასტურა, ვიდრე აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანს დახურავდა - აღნიშნა დიპლომატმა.
0
0