26/05/2023
14:44
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, შესაძლოა, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას ყარაბაღის შესახებ 1 ივნისს მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, იუწყება Reuters საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩზე ლეილა აბდულაევაზე დაყრდნობით.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას საბოლოოდ მოეწერება ხელი კიშინიოვში 1 ივნისს. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ", - თქვა აბდულაევამ.
სააგენტოს ცნობით, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, სამიტის ფარგლებში, ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს გამართავენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.
0
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
22/09/2024