
სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო ვერ ხედავს საფუძველს, უარყოს ქართული მხარის განცხადებები ბათუმი-ნოვოროსიისკის ტვირთების გადაზიდვის არარეგულარულობის შესახებ. რადიო Azatutyun-ის ინფორმაციით, სამინისტრო იტყობინება, რომ ამ დროისთვის ტვირთის ორი საცდელი გადაზიდვა განხორციელდა საზღვაო გზით.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ იგეგმება გადაზიდვები რეგულარული გახდეს - კვირაში ერთი რეისი. კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის მითითებული.
22 მაისს დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გადაზიდვა დაიწყო. საპასუხოდ საქართველომ განაცხადა, რომ ეს ორი რეისი არ იყო რეგულარული.
23 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთთან რეგულარული საზღვაო კომუნიკაციის აღდგენის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ ყალბია.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო, ფაქტობრივად, ვერ ხედავს წინააღმდეგობებს ქართული მხარის განცხადებებსა და საკუთარ განცხადებებს შორის.
0
0