
სომხეთის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტისა და შეთანხმების შესახებ აზერბაიჯანსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს შორის ოფიციალური საინფორმაციო წყაროებიდან შეიტყო, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი ფაშინიანმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ სომხეთი არ მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში და იმ შეთანხმებებში, რომლებიც მიღწეულ იქნა აზერბაიჯანისა და ყარაბაღის მიერ.
„პირველი შენიშვნა, რომ ტექსტში ნახსენებია სომხეთის შეიარაღებული ძალები, ეხება სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ნარჩენების გაყვანას მთიანი ყარაბაღიდან. ეს ფაქტი ჩვენთვის არც ისე ნათელია იმ პირობებში, როდესაც არაერთხელ გვითქვამს, რომ 2021 წლის აგვისტოდან სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხური მხარე „აღიარებს“ არაღიარებული ყარაბაღის ხელისუფლების განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - იუწყება BBC რუსული სამსახური.
მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების საკითხზე კომენტირებისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ რუსი სამშვიდობოების წინადადებაა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ეს ნიშნავს, რომ მათ სრულად და დათქმის გარეშე მიიღეს სრული ვალდებულება უზრუნველყონ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოება.
0
0