
ერეკლე კოდუა, რეალურად, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული, რათა თავისი ოჯახის წევრები მანქანებით მოემარაგებინა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მანქანებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებები ცნობილი სქემა იყო.
„ერეკლე კოდუას და მისი მაშინდელი მეუღლის, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის, ნანუკას, რომ ეძახის საკუთარ თავს და ასევე, ერეკლე კოდუას შვილის მსგავსი ქმედებები მანქანებთან დაკავშირებით ცნობილი სქემა იყო. ერთ-ერთ სხვა საქმეზე, რომელიც ჩვენს კომისიაზეა შემოტანილი, განაჩენიც არის დამდგარი, სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით როგორ წაართვა ერეკლე კოდუამ თქვენსავით ერთ-ერთ პირს, თუ არ ვცდები, სულ მცირე, ორი მანქანა და მათგან ერთ-ერთი თავის შვილს გაუფორმა. იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მანქანებით მოემარაგებინა, ის, რეალურად, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული. მოცემულმა პირმა იჩივლა და განაჩენია დამდგარი კოდუას წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0