09/12/2022
14:52
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ახალი მოლაპარაკებების შესახებ დააანონსა. ამის შესახებ მან პარასკევს განაცხადა, იუწყება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu.
„უკრაინაში თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა ეფუძნება მოსაზრებას, რომ ომს არ შეიძლება ჰყავდეს გამარჯვებულები და მსოფლიოს არ შეიძლება ჰყავდეს დამარცხებული“ - აღნიშნა ერდოღანმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომი დაკავშირებულია სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ზიანთან მთელ მსოფლიოში. მისი თქმით, თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ამავდროულად, თურქეთი წინააღმდეგია რეგიონში უთანხმოების გაღვივების „რუსეთის ფედერაციის მიმართ წარმოუდგენელი პოლიტიკი გზით“ - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, კვირას, 11 დეკემბერს, მარცვლეულის დერეფნის თემაზე მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.
ასევე დაგეგმილია საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, განაცხადა ერდოღანმა.
0
0