17/11/2022
15:43
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ ივლისში, სტამბოლში დადებული მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. ამის შესახებ მან Twitter-ში განაცხადა.
„თურქეთის, გაეროს, რუსეთისა და უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა 2022 წლის 19 ნოემბრიდან კიდევ 120 დღით გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება თურქეთის მიერ ორგანიზებული ოთხმხრივი დისკუსიების შედეგიყო მიღებული. “ - წერს ერდოღანი.
მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმების გახანგრძლივების სურვილისთვის და ასევე მიესალმა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა.
"გასული ოთხი თვის განმავლობაში 500-მდე გემის მიერ 11 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის მიწოდება გაჭირვებულთათვის მიუთითებს ამ შეთანხმების მნიშვნელობასა და სარგებელს საკვების მიწოდების უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
0
0