
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას დასავლეთის მიერ წახალისებულ სიგიჟე უწოდა.
„ისრაელის ადმინისტრაცია იმის ნაცვლად, რომ შეცვალოს თავისი შეცდომები და იმოქმედოს სახელმწიფოებრივად, მოქმედებს როგორც ორგანიზაცია, რომელიც პროვოცირებს ექსტრარეგიონულ მოთამაშეებს. ჩვენი რეგიონი უნდა გადავარჩინოთ დასავლეთის ქვეყნების მიერ წახალისებული და დასავლური მედიის მიერ დაკანონებული სიგიჟისგან. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გულმოდგინედ დაუჭირონ მხარი ინიციატივებს ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის სწრაფად დამყარების მიზნით“ - თქვა ერდოღანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთის ლიდერმა კვლავ მოუწოდა ისრაელის მთავრობას „არასოდეს გააფართოვოს მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმების მასშტაბები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გენოციდური ოპერაციები".
0
0