03/06/2023
10:40
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
მისი თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი.
„თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
0
0