-share.jpg)
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე გაფრენის წინ, ათათურქის აეროპორტში განაცხადა, რომ საღამოს მას ექნება შეხვედრები სტოლტენბერგთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრთან და არავინ არ უნდა მოელოდეს თურქეთის მხრიდან დათმობებს.
„პირველ რიგში, გავუხსნათ გზა თურქეთს ევროკავშირისკენ. მოდით გავუხსნათ გზა შვედეთს" - თქვა პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, სამიტზე ერთხელ გაიმეორებს მოწოდებას მოკავშირეებისადმი, რომლებიც თურქეთს სანქციებსა და შეზღუდვებს უწესებენ, სწრაფად თქვან უარი ამ უსამართლობაზე.
“თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის გაწევრიანებას ნატო-ში, თუ ევროკავშირი თურქეთთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ასეთია ერდოღანის ახალი მოთხოვნა” - წერს შვედური პრესა ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით.
0
0
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026