
23 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად გაემგზავრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ამ მძიმე დროს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს თურქი ხალხისადმი საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა.
მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.
ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს გამძლეობა, მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
0
0