15/05/2023
01:19
მსოფლიო
„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის უბნების 92 პროცენტია დათვლილი.
წინასწარი მონაცემები ასეთია: თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 49.76 %, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ – 44.49 %, სინან ოღანი – 5.30 %.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 50.11%-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 9.79%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 87.53 პროცენტი.
თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი, მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
მედია აღნიშნავს, რომ დასათვლელი ჯერ კიდევ 14 მილიონზე მეტი ხმა დარჩა.
0
0