
ერაყში 3 ადამიანი ტერორისტულ დაბომბვაში მონაწილეობისთვის ჩამოახრჩვეს. სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შიას ალ-სუდანის ოფისმა, დასჯილთა ვინაობის გამხელის გარეშე, დაადასტურა. ამის შესახებ BBC წერს.
ბრალდებულებს სასჯელი 2016 წლის 3 ივლისს ბაღდადში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის გამოუტანეს, როცა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ერაყის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „კარადაში“ ააფეთქეს. შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.
თავდასხმის განხორციელება დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აღიარა, რომელიც იმ დროს აღმოსავლეთ ერაყიდან დასავლეთ სირიამდე ტერიტორიას აკონტროლებდა. თავიანთი სასტიკი მმართველობა თითქმის რვა მილიონ ადამიანზე ვრცელდებოდა. 2017 წელს კი დაჯგუფება ბრძოლის ველზე დამარცხდა და ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა. ამის მიუხედავად კვლავ ვარაუდობენ, რომ ათასობით დაჯგუფების წევრი კვლავ აქტიურობს ორივე ქვეყანაში.
გაეროს შეფასებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყსა და მეზობელ სირიაში ჯერ კიდევ ჰყავს 5000-დან 7000-მდე წევრი და მხარდამჭერი, რომელთა დაახლოებით ნახევარი მებრძოლია.
0
0
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხანძარი იყო
24/04/2026