08/12/2023
13:51
მსოფლიო
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს სულ მცირე 3 რაკეტა ესროლეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოსთან და Union III სამხედრო ბაზასთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამ ბაზაზე ანტიტერორისტული კოალიციის ძალები იმყოფებიან. საერთო ჯამში ერაყსა და სირიაში 2500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ეს აშშ-ის საელჩოზე ერაყში პირველი სარაკეტო შეტევაა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ.
რამდენიმე დღის წინ ერაყის პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ას-სუდანისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ერაყის პრემიერმა დაარწმუნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომ ერაყი მის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო კოალიციის სამხედროთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
0
0