„ერაყის უზენაესმა სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ გარდაცვლილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის, მეუღლეს დაჯგუფებასთან თანამშრომლობისა და საკუთარ სახლში ეზიდი ქალების დაკავების გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,“ - განაცხადა ერაყის სასამართლომ.
ერაყის უზენაესი სასამართლოს საბჭოს განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებებმა ეზიდი ქალები სინჯარის რაიონში გაიტაცეს, შემდეგ კი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეუღლემ ისინი, მოსულში, საკუთარ სახლში დაატყვევა. ქალი ერაყის საპყრობილეში იმყოფება.
„დღეს, სისხლის სამართლის სასამართლომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეუღლეს, კაცობრიობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ეზიდი ხალხის გენოციდისა და ასევე ტერორისტულ ქმედებებში მონაწილეობის გამო, ჩამოხრჩობა მიუსაჯა“, - განუცხადა Reuters-ს სასამართლოს თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
„აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა რატიფიცირდეს ერაყის სააპელაციო სასამართლოს მიერ,“ - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, 2019 წლის ნოემბერში, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში აშშ-ის სპეცრაზმის დარბევისას მოკლეს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026