02/11/2024
14:18
მსოფლიო
ერაყის პროირანული გასამხედროებული დაჯგუფების, „ალ-ნუჯაბას“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ერაყის ისლამისტური დაჯგუფებები თეირანთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან „შესაფერის დროსა და ადგილზე“ ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლად.
„ისრაელი როდესაც თავს დაესხა ირანს, მან დაარღვია ერაყის საჰაერო სივრცე და საერთაშორისო ნორმები, აშშ თანამშრომლობდა მასთან, მიუხედავად ერაყთან არსებული უსაფრთხოების შეთანხმებებისა. ირანს აქვს უფლება, თავს დაესხას ისრაელს ერაყის ნებისმიერი წერტილიდან“, – განაცხადა „ალ-ნუჯაბას“ პოლიტიკური ბიუროს წევრმა, ჰაიდერ ალ-ლამიმ.
აღსანიშნავია, რომ ისრაელმა 26 ოქტომბერს ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საავიაციო დარტყმები განახორციელა, რაც პასუხი იყო პირველ ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ 200-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც თეირანმა ისრაელს „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის გამო ესროლა.
0
0