
„ერაყის მედიის მარეგულირებელმა ოფიციალურმა ორგანომ არაბულ სახელმწიფოში მომუშავე ყველა მედია-საშუალებას და სოციალურ მედია-კომპანიას უბრძანა, რომ ტერმინი „ჰომოსექსუალიზმი“ მხოლოდ „სექსუალური გადახრების“ მნიშვნელობით გამოიყენონ,“ - განაცხადა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ერაყის კომუნიკაციებისა და მედიის კომისიის (CMC) დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასევე იკრძალება ტერმინ „გენდერის“ გამოყენება. კომისიამ მის მიერ ლიცენზირებულ სატელეფონო და ინტერნეტ კომპანიებს თავიანთ მობილურ აპლიკაციაში აღნიშნული ტერმინის გამოყენების უფლება არ ექნებათ.
მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საბოლოო დამტკიცება სჭირდება.
მედიის მარეგულირებელი ორგანო „მიმართავს მედია ორგანიზაციებს,… ტერმინ „ჰომოსექსუალიზმის“ ნაცვლად გამოიყენონ სწორი ტერმინი - „სექსუალური გადახრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, წესის დარღვევისთვის ჯარიმა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.
ერაყი ჰომოსექსუალთა ურთიერთობებს კანონდარღვევად ცალსახად არ აცხადებს, მაგრამ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში მკვეთრად განსაზღვრულ ზნეობრივი დებულებების სამიზნე სწორედ ლგბტ საზოგადოების წევრებია. ერაყის მსხვილმა პარტიებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში გააძლიერეს ლგბტ უფლებების კრიტიკა. შიიტური მუსლიმური ფრაქციები, რომლებიც შვედეთსა და დანიაში ბოლო დროს ყურანის დაწვას აპროტესტებენ, დემონსტრაციების დროს ხშირად წვავენ ცისარტყელასფერებიან დროშებს.
0
0