
ბოლივიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სერხიო იაურეგს მექსიკაში სამოყვარულო ამხანაგური მატჩის დროს მოედანზე ესროლეს, იუწყება AS.
იაურეგი თამაშობდა ატლეტიკო სან ლუის რეიში. კუაუტლაში ჩატარებული მატჩის დროს, 38 წლის ფეხბურთელი მოედნის გვერდით გავიდა წყლის დასალევად. ამ დროს მის გვერდით უცნობი პირი გამოჩნდა, ექვსჯერ ესროლა მოთამაშეს და დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თუმცა, იაურეგის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
კარიერის განმავლობაში იაურეგი თამაშობდა ბოლივიურ კლუბებში Blooming და San Jose, ასევე თამაშობდა შვეიცარიაში Yverdon-Sport-ის გუნდში. მან ბოლივიის ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა კი 2012 წელს დაასრულა.
2009 წელს იაურეგიმ მიიღო ცხრათვიანი აკრძალვა ორიენტე პეტროლეროს თავდამსხმელის ლეონარდო მედინასთვის მატჩის დროს ფეხით სახეში დარტყმისთვის.
0
0