13/06/2024
20:26
ეკონომიკა
შეიძლება თუ არა მოსკოვის ბირჟის დასანქცირებამ გავლენა იქონიოს საქართველოზე და აქ ევრო/დოლარში ვაჭრობა შეჩერდეს, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ პირდაპირი გავლენა ვერ ექნება, რადგან ქართული კომპანიები რუსულ ბირჟაზე არ ვაჭრობენ. თუმცა, ეკონომისტის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მის ეკონომიკაზე დარტყმა, მოკლევადიან პერიოდში, ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.
„პირდაპირი გავლენა კონკრეტულად ამ ფაქტს არ მგონია, ჰქონდეს, რადგან, რამდენად ჩემთვის ცნობილია, საქართველო არ ვაჭრობს მოსკოვის ბირჟაზე ვალუტაში, შესაბამისად, გავლენა მხოლოდ არაპირდაპირი ექნება. სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მის ეკონომიკაზე დარტყმა, მოკლევადიან პერიოდში გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს საქართველოსთვის.
მეორე, ეს შეიძლება, სიგნალი იყოს ჩვენთვის, რომ თუ გავაგრძელებთ რუსული მიმართულებით სვლას, ჩვენთვისაც იქნება სანქციები და არ დაგვზარდებიან მაგაზე. ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ და ფრთხილად ვიყოთ.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ამ კუთხით რაიმე შეიცვალა. თუმცა, მუდმივად საფრთხის ქვეშ არის ეგ თემაც, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიბლოკოს და ამას ხელს უწყობენ მათ შორის ჩვენთანაც, მიღებულ „რუსული კანონით“ . ჩვენც შეიძლება დაგვებლოკოს ეს მიმართულება“ - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.
ისილეთ ასევე: მოსკოვის საფონდო ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა - სია გაფართოვდა
0
0
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
23/11/2024