
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს ლევან რატიანს ყოფილმა თანამშრომელმა, ნინო კვაჭაძემ სასამართლოში დავა მოუგო. უზენაესმა სასამართლომ რატიანს დაავალა სამსახურიდან გათავისუფლებული ექთანი აღადგინოს და კომპენსაცია გადაუხადოს.
კვაჭაძე აცხადებს, რომ რატიანი მას უსამართლოდ მოექცა. როგორც ის მედიასთან საუბრისას ჰყვება, თავად აქტიურად საუბრობდა კლინიკაში არსებულ პრობლემებზე და დარღვევებზე. მომჩივნის თქმით, მას მიზერული ხელფასით დამატებით ამუშავებდნენ, ხელფასის მომატების მოთხოვნის შემდგომ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ნინო კვაჭაძე კლინიკაში მუშაობის ღირსი არ იყო. ამის მიუხედავად, რატიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილებას შეასრულებს და კვაჭაძეს სამსახურში აღადგენს.
0
0