ეპიდსიტუაციაზე კონტროლის დასამყარებლად საჭიროა დღეში 30 ათასამდე ადამიანი იცრებოდეს- ივანე ჩხაიძე
A-
+A

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის განმარტებით, პანდემიასა და მძიმე ეპიდსიტუაციაზე კონტროლის დასამყარებლად საჭიროა დღეში 30 ათასამდე ადამიანი იცრებოდეს.
"თუ ჩვენ გვინდა მართლა რეალურ შედეგზე ვისაუბროთ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყანაში პანდემიის კონტროლზე, 21-28-30 ათასი ადამიანია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და დეკემბერ-იანვრისთვის უფრო მომზადებული შევხვდეთ ზამთრის პერიოდს. მომზადებაში ვგულისხმობ მოსახლეობის იმ პროცენტულ რაოდენობას, რომელსაც ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ.
ეს მაჩვენებელი რომ 50%-ს გადასცდეს, მაშინ გარკვეულად კიდევ იმედი გვექნება, რომ არ იქნება საქართველოში ყოველდღიურად 4-5 ათასი ინფიცირებული და 70-80 გარდაცვლილი.
რამდენად ოპტიმისტურია მოლოდინი, ვნახავთ ამ კვირის განმავლობაში. თუ ისევ დავრჩით 7-10 ათასის ფარგლებში, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ ღონისძიებებმაც შედეგი არ მოგვცა, ეს იქნება ყველა ცუდი," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
0
0
397
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%