
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასის ესაუბრა და მოუწოდა, ჰამასის ტერორისტული თავდასხმა დაგმოს და სიტუაციის დასამშვიდებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი მოუწოდებს „რეგიონის მთელ ხელმძღვანელობას, დაგმონ ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და, ასევე, მოუწოდებს პალატას, რომ „გააძლიეროს ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღსადგენად“.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
0
0