
ჩინეთთან ერთი ერთზე თუ ვიბრძვით, ეს ისეთი თამაშია, რომელიც შეიძლება, წავაგოთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკული პროგრესის ცენტრის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მათი ბაზარი გაცილებით დიდია, მათი წარმოება ჩვენსას სამჯერ აღემატება. მსყიდველობითი უნარი ჩვენზე მეტია, მეტი სამეცნიერო ნაშრომი, უფრო დიდი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. შეგვიძლია, ეს სია გავაგრძელოთ, მაგრამ როდესაც ევროპასთან, იაპონიასთან, კორეასთან, ინდოეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან ვართ გაერთიანებული, მსოფლიო მშპ-ში ჩვენი წილი დაახლოებით 25%-დან 50-60%-მდე იზრდება. ჩინეთისთვის ეს გაცილებით უფრო ძნელი უგულებელსაყოფია“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონლად ტრამპს ამ ეტაპზე ბევრ საკითხზე მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით აკლია და ქვეყანა მსოფლიოშიც სუსტ პოზიციაზეა.
„რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა გამოკითხვა, რომელიც 130 ქვეყანას მოიცავდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ჩინეთი შეერთებულ შტატებთან შედარებით უფრო სანდო აქტორად აღიქმება. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში მოსახლეობის 70% შეერთებულ შტატებს მეტოქედ მიიჩნევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობა, შევქმნათ ერთიანობა და კოორდინაცია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რასაც ჩინეთი ქმნის, მნიშვნელოვნად შესუსტდა“, – განაცხადა ბლინკენმა.
0
0
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
19/05/2026