ენმ-ში გადაწყვეტილებებს იღებს კონკრეტული ჯგუფი, ეს ძირითადად არის მუნჯად დაყუდებული მილიონერი პოლიტიკოსების კვიპროსის კლუბი, ეს კუტოკი, სასტავი, რომლებიც თვლიან, რომ ძალიან მაგარი ტიპები არიან, იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ როდესაც უცებ აღმოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემურია, მერე მიშა ახსენდებათ და ატენიან მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ აღადგინეთ პოლიტსაბჭო, ესენი კი ატარებენ ყრილობებს და აღდგენა არ ხდება. ბოლო ყრილობაზეც, რომელიც გუშინ ჩატარდა, სადღაც გულის სიღრმეში იყო მოლოდინი, რომ იქნება რაღაცის აღიარება,მაგრამ იქაც უეცრად გაჩნდა, ეს ე.წ. კვიპროსის დანართი. მე რატომ გამიჩნდა შეგრძნება, რომ მგლის ბილეთს მიფრიალებენ, ხომ არ მომელანდა, არა?! მე რატომ გამიჩნდა შეგრძნება, რომ ვიღაცამ გადამხაზა, კვიპროსში, ლონდონში თუ სადღაც. მარტო მე კი არა, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს ასე არის. მე ერთ რამეს მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემო ძვირფასო კვიპროსის გუნდის წევრებო, თუ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებთ, რაღაც ოპერაციებს ახორციელებთ, მაშინ პასუხისმგებლობა თქვენზე აიღეთ, არ არის საჭირო რომ მიშას შეატენოთ ეს ამბავი. საბავშვო ბაღის მოწაფეები ხომ არ ვართ? ზოგიერთი 20 წელია და უფრო მეტი წელია ვართ პოლიტიკაში და იმაზე მეტ ინფორმაციას ვფლობთ, ვინემ თქვენ გინდათ, რომ ვფლობდით. ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებს კონკრეტული ჯგუფი, ეს ძირითადად არის მუნჯად დაყუდებული მილიონერი პოლიტიკოსების კვიპროსის კლუბი, ეს კუტოკი, სასტავი, რომლებიც თვლიან, რომ ძალიან მაგარი ტიპები არიან, იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ როდესაც უცებ აღმოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემურია, მერე მიშა ახსენდებათ და ატენიან მიხეილ სააკაშვილს, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება , რასაც ვუყურებ“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
0
0