-share.jpg)
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეში დაგეგმილ, პარტიულ არჩევნებს გამოეხმაურა.
რა დროს არჩევნებიაო, რა დროს ეს იყოო და ამ დროს, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა (50 000 - მდე ადამიანი) დარეგისტრირდა ენმ -ის შიდა არჩევნებში ...
ხმა, რომ მოგვცა იმ რაოდენობის თითქმის - 10 % ჩაერთო პროცესში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მმართველი პარტიის პრაიმერისში, მონაწილეობა მიიღო- მიღებული ხმების მხოლოდ 0.4 % ამომრჩეველმა ... ჩვენთან კი 10 % - მა.
რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აჩვენებს, რომ ენმ - ში ცვლილებების ქარიშხალი ტრიალებს, ადამიანებს უნდა პროცესების თანამონაწილეები იყვნენ და პასუხისმგებლობაც გაიზიარონ, ახალ ლიდერთან ერთად.
ხმების ეს რაოდენობა, ეროვნულ არჩევნებში 3-4 პარტიას ეყოფა პარლამენტში, რომ იყვნენ აქტიურად წარმოდგენილები.
შესაბამისად, ამ არჩევნების დისკრედიტაცია და რაიმე ფორმით ძაგება არის არალოგიკური და მავნებლური ...
იმედი დაუბრუნდა ჩვენს ამომრჩეველს, ხალხს და ეს იმედები უნდა გავუმართლოთ
წუწუნი და მითქმა - გოდება კი არა, საქმე, მოძრაობა, მოქმედება და ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ
ჩემო მეგობრებო, ახლა მნიშვნელოვანია 28-29 იანვარს ყველა დარეგისტრირებულმა ადამიანმა, მისცეს მის რჩეულ კანდიდატს ხმა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსიროს მისი პოზიცია. 28-29 იანვარს იქნება ხმის მიცემა.
მიშას და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ცვლილებები გარდაუვალია
" - წერს ხაბეიშვილი.
0
0