
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოიკოტს აცხადებს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია პროევროპული და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.
"მოდი, ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ყველანაირი ხაზები, პროქართულ, პროდასავლურ, პროევროპულ პარტიებს შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ქვეყანა გადასარჩენი, ჩვენი შვილების ევროპული მომავალი დასაცავი. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ვგულისხმობ, პროევროპულ, პროდასავლურ, პროქართულ, პროეროვნულ პარტიებს, ჰქონდეს არათუ მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო სტრატეგია, არამედ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
ჩვენ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის და ჩვენ გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული ბრძოლა. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა" აცხადებს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.
0
0