22/06/2023
00:24
პოლიტიკა
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, სააკაშვილისა და ენმ-ს მოქმედებები საუკეთესო საჩუქარია ხელისუფლების პროპაგანდისთვის.
"ყველა მოქალაქემ, რომელიც ვარდების რევოლუციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით აქამდე მხარს უჭერდა ენმ-ს, უნდა იცოდეს, რომ ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერც თავისუფლებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს.
ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები, ამიტომ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგულია". – თქვა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, სააკაშვილისა და ენმ-ს "არათანმიმდევრულობის, ტყუილისა და აბსურდული ქმედებების" გამოყენებით ხელისუფლება პროდასავლური საზოგადოებისა და მთლიანი ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს.
0
0