
"ენჯეო" არის პოლიტიკური ინტერვენციის ინსტრუმენტი რაც, მადლობა ღმერთს, უკვე აღიარა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში, ეს "ენჯეოები" გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებელად სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი პირველი, ამ კუთხით, იყო საქართველო. შესაბამისად, ქართველ ხალხზე თავდასხმა არის სწორედ ამ "ენჯეოების" დაფინანსება," - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
მისი სიტყვებით, სირცხვილია, როცა "ენჯეოებს" უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან დანარჩენი მოსახლეობა, ავტომატურად, არასამოქალაქო საზოგადოება გამოდის.
"ენჯეო" არის უცხოური ინტერესების გამტარი. ასე არის ჩვენთან ჩამოყალიბებული. ამერიკაში რატომ არ არსებობს "ენჯეოები"? ამერიკას ვერავინ ვერ აკადრებს იმას, რომ უხეშად შეიჭრას ამერიკულ პოლიტიკაში გარედან, ამიტომ არ არსებობს "ენჯეოები" აშშ-ში და ზოგიერთ სხვა განვითარებულ, ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამერიკაში "ენჯეოს" ვერ შექმნი, არავის არ მოუვა აზრად, რომ "ენჯეოები" გამოიყენოს ამერიკაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შექმნას "ენჯეოები" და აფინანსოს ეს "ენჯეოები".
"ენჯეო" არის პოლიტიკური ინტერვენციის ინსტრუმენტი რაც, მადლობა ღმერთს, უკვე აღიარა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში, ეს "ენჯეოები" გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებელად სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი პირველი, ამ კუთხით, იყო საქართველო. შესაბამისად, ქართველ ხალხზე თავდასხმა არის სწორედ ამ "ენჯეოების" დაფინანსება, რომლებიც სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივნისში და მოითხოვეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადადგომა, პირდაპირ არიან ჩართულნი ათას სიბინძურეში. ყველაზე ბინძური რიტორიკით ამ ქვეყანაში გამოირჩევიან სწორედ "ენჯეოების" ლიდერები, თუ პარტიის ლიდერებს და მათ ე.წ. ჟურნალისტებს არ ჩავთვლით.
"ენჯეო" და ქართველი ხალხი არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან. ეს არის ჩვეულებრივი მახინჯი პროპაგანდა. სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებენ "ენჯეოებს". ანუ, არის "ენჯეოების" რაღაც კასტა, პირობითაც 5000 ადამიანი, ყველა არის უცხოეთიდან დაფინანსებული, პირდაპირ დახელფასებულია უცხოეთიდან და ამ 5000 კაცს ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება. რამხელა შეურაცხყოფაა ეს - 5000 არის თურმე სამოქალაქო საზოგადოება და დანარჩენი 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი არის არასამოქალაქო საზოგადოება. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა არის? გიგაური არის სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი არის არასამოქალაქო საზოგადოება. ეს არის სირცხვილი. თუ რაიმეს იცავს ეს კანონი, რომელიც მივიღეთ ჩვენ "ენჯეოების" დაფინანსებასთან დაკავშირებით, იცავს, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების ინტერესებს, ასეთი შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას არავინ არ უნდა აკადროს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025