28/09/2024
10:09
არჩევნები 2024
“ქართული ოცნების” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დაღუპული გმირების ხსოვნას
პატივი თანაგუნდელებთან და მოსახლეობასთან ერთად, ენგურის ხიდთან, სოფელ ფახულანში მიაგო.
ინჯიას განცხადებით, ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირა ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე და ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ურთიერთნდობის აღდგენა და მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებით საქართველოს გაერთიანება.
“27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია.
31 წელი შესრულდა იმ უმძიმესი დღიდან, როდესაც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირა ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე და ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
დღეს, მე თანაგუნდელებთან ერთად ვიმყოფებოდი ენგურის ხიდთან, სოფელ ფახულანში.
მოსახლეობასთან ერთად პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოა და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა და ურთიერთნდობის აღდგენა.
დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებით და ერთმანეთის დაბრუნებით შესაძლებელია ჩვენი სამშობლოს გაერთიანება." - წერს ილია ინჯია.
0
0