07/02/2022
10:13
საზოგადოება
მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ეს თანხა ბალანსზე დაუბრუნდებათ.
„შესწავლით, დადგინდება, რა რაოდენობის ადამიანური რესურსი და რა მეთოდით იწარმოება აღრიცხვა, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, მრიცხველიდან ჩვენებები ამოიწერონ, მაშინვე ასახონ პლანშეტებში, როდის გადაგზავნიან, რამდენი წუთით გვიანდება ეს პროცესი და ა.შ. „თელასიცა“, ისე „თელმიკოც“ ლიცენზირებული კომპანიებია. შესაბამისად, მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ჯერ ფინანსური სასჯელით ისჯებიან, განმეორების შემთხვევაში - ასევე, ფინანსური სანქციით, ხოლო შემდგომში - ლიცენზიის ჩამორთმევით. რაც შეეხება თანხების დაბრუნებას - ყველა თეთრი, რომელიც ზედმეტად არის გადახდილი აბონენტების მხრიდან, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე“, - აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.
იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხულ დავალიანებებს სემეკი დღეიდან 1 თვის განმავლობაში შეისწავლის.
0
0